საქართველო, 19 დეკემბერი, საქინფორმი. 2012 წლის 23 აგვისტოდან 2 სექტემბრამდე ევრაზიის ინსტიტუტმა საქართველოს მასშტაბით ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა. მთლიანად გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 3068 ადამიანმა.
კვლევის ობიექტს შემდეგი თემები წარმოადგენდა:1.პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგი, პირველ ოქტომბერს დანიშნული საპარლამენტო არჩევნების წინ;
2.მოქალაქეთა მზადყოფნა საკუთარი არჩევნის აქტიურად დასაცავად;
3. მოსახლეობის წარმოდგენა ნატოს შესახებ და ამ ორგანიზაციისადმი მისი დამოკიდებულება.
სწორედ ბოლო – მესამე პუნქტი, იქნება განხილული ევრაზიის ინსტიტუტის მრგვალ მაგიდაზე სასტუმრო „ვერე პალასში“ (თბილისი, ქუჩიშვილის ქ. 24/8) 20 დეკემბერს, 13:00 საათზე. გამოკითხვის შედეგად მიღებულია საინტერესო მონაცემები, რომლებიც საექსპერტო საზოგადოების მიერ ჯერ არ განხილულა სიღრმისეულად, საპარლამენტო არჩევნების ფაქტორის გამო. არადა, სოციოლოგიურ სამსახურებს საქართველოში კითხვარში მოცემული შეკითხვები რესპონდენტებისთვის მანამდე არ დაუსვამთ.