საზოგადოება
პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერები გრძელდება

1-gadadgoma-sazogadoeba3საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება გრძელდება. არასამთავრობო ორგანიზაციის –  „ერთსულოვნება საზოგადოების უფლებებისათვის“ – ამ ინიციატივამ ქუთაისში გადაინაცვლა. არასამთავრობო ორგანიზაციის იმერეთის რეგიონის ბიუროს წარმომადგენლებმა ქალაქის ცენტრში კარავი გაშალეს. იქ შეკრებილნი აცხადებენ, რომ მოთხოვნას მხარს უჭერენ და ხელმოწერით ადასტურებენ, რადგან „ქვეყანას არ ეშველა“ და ახალი ხელისუფლების მიერ ცვლილებებს ელოდებიან. ბიუროს ხელმძღვანელ გიორგი შერვაშიძის განმარტებით, ხელმოწერები მთელი საქართველოს მასშტაბით გროვდება. უკვე 200 000-მდეა, 4 იანვრამდე ბევრად მეტი შეგროვდება. ჩვენ არ გვჭირდება არალეგიტიმური პრეზიდენტი“.

როგორც შერვაშიძემ აღნიშნა, ხელმოწერებს ახორციელებენ ორგანიზაციის რიგითი წევრები, საზოგადოება, მოსახლეობა. მათი მოთხოვნაა, პრეზიდენტი გადადგეს და დაინიშნოს ახალი საპრეზიდენტო არჩევნები.