სამართალი
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 19 დეკემბრის საკომიტეტო მოსმენაზე პოლიტპატიმართა და პოლიტდევნილთა სტატუსის მინიჭების საკითხს განიხილავენ.
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ „ოქრუაშვილი იყო დევნილთა სიაში, მაგრამ არ დაელოდა პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას. მისმა ადვოკატმა, ბატონმა კორძაძემ განაცხადა, რომ იგი არ აპირებს, ისარგებლოს პოლიტდევნილის სტატუსით“. განსახილველ პირთა შესახებ კი ამბობს, რომ როცა რამდენიმეს საპროცესო შეთანხმება აქვს გაფორმებული და დანაშაული – აღიარებული, ეს ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციაა.
ბესელიას თქმით, პოლიტპატიმრის სტატუსის მისაღებად გარკვეული პროცედურებია გასავლელი და შედეგის მისაღწევად ნებისმიერმა მსურველმა კანონი უნდა დაიცვას.