პოლიტიკა
მისი თვალსაზრისით, ამჟამად თავად საქართველოში რთული პოლიტიკური ვითარებაა. ამასთან, ქვეყანაზე დიდ გავლენას ახდენენ აშშ და ნატო. „თვალშისაცემია წინააღმდეგობანი პრემიერ ბიძინა ივანიშვილსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შორის. მათ უნდა გადაჭრან შიდა პრობლემები და ჩამოყალიბდნენ, ვის რა როლი აკისრია. ერთი მათგანი ამბობს, რომ რფ-თან ურთიერთობების დარეგულირებითაა დაინტერესებული, მეორე ასეთ განცხადებებს არ აკეთებს. ზოგიერთ სხვა საკითხში მათი პოზიციები თანხვედრია, მაგალითად, ორივე აცხადებს, რომ მათი მიზანი ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრებაა, – აღნიშნა პატრუშევმა და დასძინა, – ჩვენი ხალხები ისტორიულად ახლობლები არიან, დიდი ხნის განმავლობაში ერთიან სახელმწიფოში ცხოვრობდნენ და აქტიურად თანამშრომლობდნენ“.
რფ-ის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკების წინააღმდეგ, სადაც ბევრი რუსი მოქალაქე ცხოვრობს, ომი საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო, რამაც „სერიოზული სახელმწიფოთაშორისი წინააღმდეგობები წარმოქმნა“. მისივე თქმით, რუსეთთან ურთიერთობების დასარეგულირებლად პირველი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლებამ თავად უნდა გადადგას.