პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ევროპა – ეს არის ჩვენი, ყველას მომავალი“

1-saak-politikaa1საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გუშინ სტრასბურგის თვითმმართველობის სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მისი თქმით, ამ ქალაქმა ძირეული გარდატეხა შეიტანა მის ცხოვრებაში: აქ მე ხელით შევეხე ევროპულ ოცნებას, რომელმაც მთელი ჩემი პოლიტიკური ცხოვრება განსაზღვრა დაწყებული ავტორიტარული და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლით და დამთავრებული ქვეყნის პრეზიდენტობით. მან  მადლობა გადაუხადა სტრასბურგის მერ როლანდ რიესს, რომელმაც საქართველოს შესთავაზა ევროპის უძველესი და ყველაზე პრესტიჟული საშობაო ბაზრობის მასპინძლობა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველოსთვის ეს არის არაჩვეულებრივი შესაძლებლობა, ქალაქის მცხოვრებთ და მილიონობით სტუმარს გააცნოს საქართველოს კულტურა, რომელიც ათასწლეულების განმავლობაში ევროპული კულტურის ნაწილი იყო, ტრადიციები და დაანახვოს ჩვენი ქვეყნის სამომავლო სურვილები.

საპარლამენტო უმრავლესობის პოლიტიკური ორიენტაციის მიუხედავად, რომელიც ახლახან შეიცვალა საქართველოში, ისევე, როგორც ეს ხდება ევროპის სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში, ვერაფერი აღუდგება წინ ჩემი ერის ევროპულ ენთუზიაზმს, მის სურვილსა და სწრაფვას შეუერთდეს ევროპას“, – აღნიშნა სააკაშვილმა.

„მე აქ ჩამოვედი როგორც იმედისა და რწმენის მატარებელი: ევროპა – ეს არის ჩვენი, ყველას მომავალი, – აღნიშნა მან და გააჟღერა სურვილი სტრასბურგელთა საქართველოში მოწვევაზე. – მე მსურს მოგიწვიოთ საქართველოში, რათა ნახოთ ჩვენი ქვეყანა და დარწმუნდეთ, თუ რაოდენ დიდია ევროპის იდეალი დღეს, როგორც არასდროს, როგორ აერთიანებს ევროპის პროექტი იმ ხალხთა ოცნებებსა და ენერგიას, რომლებიც ცხოვრობენ ევროკავშირის გარშემო“.