საზოგადოება
უსუფაშვილმა დავითაშვილი ბიუროს სხდომიდან გააძევა

1-usufaS-sazogadoebaa3საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს, 17 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილმა უმრავლესობის წევრ კობა დავითაშვილს, რომელიც ბიუროს წევრი არ არის, მაგრამ დღევანდელ შეკრებას პლენარული სხდომების დღის წესრიგში მის მიერ მომზადებული კანონპროექტების ჩასმის გამო დაესწრო და აღნიშნული პროექტების დაჩქარებულად განხილვის საკითხი წამოჭრა, ბიურის სხდომა დაატოვებინა. თუმცა, მანამდე პარლამენტის თავმჯდომარემ დავითაშვილს განუმარტა, რომ იგი ინიციატივის დაჩქარებული წესით განხილვას უმართებულოდ ითხოვდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით რეგლამენტით დადგენილ წესს კარგად იცნობს.

განმარტების მიუხედავად, დავითაშვილმა კიდევ ერთელ დააყენა აღნიშნული თხოვნა, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარემ მას კატეგორიულად მოსთხოვა ბიუროს სხდომის დატოვება.