აქტუალური
ავალიანი ადასტურებს, რომ სამხედრო უწყების წარმომადგენელი ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. თუმცა, ვაკო ავალიანი სიცრუეს უწოდებს ირმა ნადირაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას, საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიერ ახალი თვითმფირნავის შეძენის შესახებ.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნამდვილად მიემგზავრება საფრანგეთში. მაგრამ აქ საქმე ეხება 2010 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს მთავრობა გეგმავდა ძვირადღირებული ვერტმფრენების შეძენას და ეს შესყიდვა ხორციელდებოდა კრედიტში. საქმე ეხება მრავალმილიონიან კონტრაქტს. უახლოეს მომავალში, როდესაც მოიხსნება „გრიფით საიდუმლო“ და მოხდება დოკუმენტების გასაჯაროება, საქართველოს მოსახლეობა კიდევ ერთხელ დაინახავს, თუ რაში იყენებდნენ მათ, საბიუჯეტო თანხებს, „ნაციონალური მოძრაობის“ ამჟამინდელი ლიდერები“, – განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა.