საზოგადოება
პატრულირება თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განხორციელდება

1-patrulirebaსაქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, დღეიდან სამართალდამცველები პატრულირებას არა მარტო ცენტრალურ მაგისტრალებზე, არამედ თბილისის ყველა უბანსა და ქუჩაზე განახორციელებენ. შესაბამისად, თბილისის საპატრულო პოლიციაში ავტომანქანების რაოდენობა და პატრულ-ინსპექტორთა რიცხვი იზრდება.

ამასთან, მინისტრისავე გადაწყვეტილებით, ძველ პოზიციებზე დაბრუნდნენ წინამორბედი ხელისუფლების მმართველობის პირობებში სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული სამართალდამცველები.