სამართალი
ლორდთა პალატა ივანიშვილს კანონის უზენაესობის დაცვისკენ მოუწოდებს

1-lords-samarTali3საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ყოფილი ჩინოვნიკების დაკავების გამო და მოუწოდებს პრემიერ ივანიშვილს, კანონის უზენაესობა დაიცვას.

ლორდთა პალატაში საქართველოში 1 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს იხილავდნენ, კერძოდ, პალატის წევრები მსჯელობდნენ იმაზე, თუ რა პოზიცია უნდა დაიკავოს დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. ლორდთა პალატის წევრები საქართველოს  საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდებდნენ ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის უზრუნველსაყოფად.

ლორდებმა ყოფილი ხელისუფლების ათობით ჩინოვნიკის დაკავება საგანგაშო სიგნალად შეაფასეს. მსჯელობისას ისიც აღინიშნა, რომ შესაძლოა, ზოგი მათგანი ნამდვილად ყოფილიყო გარეული რაიმე დანაშაულში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, კანონის უზენაესობა დაცული უნდა იქნეს და პროცესი პოლიტიკურ შურისძიებად არ უნდა იქცეს.

ლორდ ჰავორთის განცხადებით, „ქართული ოცნება“ შესაძლოა, „ქართულ კოშმარად“ იქცეს. მისივე თქმით, გავრცელდა ხმები, რომ პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის ვიზიტი აშშ-ში მანამ არ შედგება, სანამ იგი ყოფილი ჩინოვნიკების დაპატიმრებებითაა დაკავებული.