სამართალი
მისივე თქმით, გამოძიებამ მნიშვნელოვნად წაიწია წინ ხმაურიან, მათ შორის, გირგვლიანის, რობაქიძის, ზურაბ ჟვანიას, 26 მაისის მოვლენების საქმეებშიც, თუმცა ამ ეტაპზე მთავარმა პროკურორმა დეტალებისა და კონკრეტიზაციისგან თავი შეიკავა.
სასამართლოსთან დაკავშირებით კი კბილაშვილმა განაცხადა, რომ დღეს სასამართლო სავსებით დამოუკიდებელია პროკურატურისგან და ახალი მთავრობის ფორმირების შემდეგ სასამართლო გადაწყვეტილებები ძირეულად განსხვავდება წინა ხელისუფლების პირობებში მიღებული გადაწყვეტილებებისგან.