სამართალი
ხაჩიშვილი საქართველოს შს სამინისტროს 1992-1993 წლებში ხელმძღვანელობდა, მომდევნო 2 წელს კი სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის პოსტი ეკავა. 1995 წელს იგი ედუარდ შევარდნაძის წინააღმდეგ იმავე წლის აგვისტოში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით დააკავეს და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო 2002 წელს იგი პრეზიდენტმა შევარდნაძემ შეიწყალა. გათავისუფლების შემდეგ შს ექს-მინისტრმა დააარსა პარტია „დათვი“.
„ვარდების რევოლუციის“ შემდეგ თემურ ხაჩიშვილი იარაღის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავეს. წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ კი მან საქართველო დატოვა. გავრცელებული ცნობებით, მთელი ამ ხნის განმავლობაში იგი რფ-ის ტერიტორიაზე იმყოფებოდა.