პოლიტიკა
საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში გაემგზავრება.
აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრის ოფიციალური მიწვევა ბიძინა ივანიშვილს გუშინ საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა გადასცა. ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანში დეკემბრის ბოლოს შედგება, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან.