პოლიტიკა
მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრეს. საუბარი შეეხო, ასევე, ქართულ-რუსული ურთიერთობების დარეგულირების თემას.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოს პრიორიტეტი კვლავ ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციაა. პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ მისი სურვილია ჭეშმარიტად დემოკრატიული და ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებული ქვეყნის აშენება.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: საქართველოში სამი ევროპული ქვეყნის დელეგაციის ვიზიტი შვედეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ არის ორგანიზებული. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს საპარლამენტო უმცირესობასა და ოპოზიციასთან, საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან.