პოლიტიკა
დავით თარხან-მოურავი: „ბიძინა ივანიშვილი ნებისმიერ შემთხვევაში უგებდა სააკაშვილს!“

1-polit-tarxan1საქართველო, 14 დეკემბერი, საქინფორმი. NDI-ის კვლევას წინააღმდეგობის მოძრაობის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი ეხმაურება. მისი განცხადებით, საარჩევნო წლის დასაწყისში სააკაშვილს ამომრჩევლის მხოლოდ 13% უჭერდა მხარს, მაგრამ აგვისტოსთვის სააკაშვილის რეიტინგმა 24%-მდე მოიმატა. რაც შეეხება ივანიშვილს, მისი მხარდაჭერა წლის განმავლობაში 52-62%-შორის მერყეობდა.

ობიექტივს ამ კვლევის შედეგები არაერთხელ გაუსაჯაროებია. ამგვარად, ბიძინა ივანიშვილი (ნებისმიერ შემთხვევაში) უგებდა სააკაშვილს, მაგრამ სააკაშვილი არჩევნებს უდავოდ გააყალბებდა და დასავლეთი, სამწუხაროდ, მას მხარს დაუჭერდა.

რა შეცვალა .. ციხის კადრებმა? პირველ რიგში, სააკაშვილის რეიტინგი კვლავ 13-14%-მდე დავიდა, ხოლო ბიძინა ივანიშვილის რეიტინგმა 70%- გადააჭარბა. თუმცაღა, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ივანიშვილი მაინც უსწრებდა სააკაშვილს. მთავარი, რაც შეცვალა ციხის კადრებმა, ისაა, რომ სააკაშვილმა ვეღარ გაბედა არჩევნების მასობრივი გაყალბება და, შესაბამისად, სააკაშვილის ლობისტებმა ვეღარ გაბედეს რეჟიმის ღია მხარდაჭერა.

ამიტომაც ბიძინა ივანიშვილს ბევრი ხმა ვეღარ მოპარეს და 62-63% მაინც დაუწერეს. სააკაშვილმა კი ხმები კვლავ მოიპარა და 13%-ის ნაცვლად, 40%- ცოტა მეტი დაიწერა, ანუ კადრები რომ არ ყოფილიყო, სააკაშვილი არჩევნებს გააყალბებდა და 70%- დაიწერდა“, – აღნიშნა „წინააღმდეგობის მოძრაობის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავმა.

„ახლა, როცა ცოტა დრო გავიდა, სააკაშვილის ლობისტებმა განაახლეს ივანიშვილზე თავდასხმა და მუდმივად ითხოვენ მისგან, რომ უდავო და უკამათო დამნაშავეების დაჭერა შეჩერდეს. სინამდვილეში, ეს წვრილმანი შანტაჟია, რომელსაც ივანიშვილი არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს. საზოგადოებამ კი, საჭიროების შემთხვევაში, ფართომასშტაბიანი აქციები უნდა მოაწყოს, რათა მსოფლიომ მკაფიოდ დაინახოს ქართველი ხალხის განწყობა დამნაშავეთა დასჯის საკითხში. ყველამ უნდა გაიგოს, რომ საქართველო არ არის მესამეხარისხოვანი ქვეყანა, რომელსაც შეიძლება ნებისმიერი სიყალბე მოახვიო თავს!“ – განაცხადა დავით თარხან-მოურავმა.