აქტუალური
„რუსეთის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის მხარის წარმომადგენლებმა მოლაპარაკებები ისე დატოვეს, რომ ახალგორის რაიონის მცხოვრებთა გაზმომარაგების, ადმინისტრაციულ საზღვრებზე მოქალაქეთა თავისუფალი გადაადგილებისა და ლტოლვილების სახლებში დაბრუნების თაობაზე კონკრეტული საკითხების წამოჭრის საშუალება არ მოგვეცა“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.
რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა უწინ განაცხადა, რომ ჟენევის მოლაპარაკებათა მორიგი რაუნდისგან დიდ გარღვევას არ ელის, რადგან ეს „ახალი შემადგენლობით პირველი შეხვედრაა“.