სამართალი
საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, „ქვეყანაში კრიმინოგენური ვითარება სრულად კონტროლირებადია“.
როგორც მინისტრმა განმარტა, ხელისუფლების გადაბარების პროცესში, ამ მხრივ ქვეყანაში ვითარება გართულდა, რადგან კრიმინალებმა გარდამავალი პერიოდით ისარგებლეს.
„პოლიცია იყო აბსოლუტურად პარალიზებული და დემორალიზებული. ისინი არ რეაგირებდნენ მიმდინარე დანაშაულებზე, რამაც გააჩინა გარკვეული ვაკუუმი, რითაც კრიმინალებმა ისარგებლეს და, გარკვეულწილად, მოიმატა წვრილმანი დანაშაულის რიცხვმა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.