საზოგადოება
ღარიბაშვილი: „მათ ეს შეშფოთება და ეს შეკითხვები დაუყოვნებლივ მოეხსნებათ“

1-pasuxi-sazogadoeba1საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ ამერიკელი სენატორების განცხადებას გამოეხმაურა საქართველოში პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებებთან დაკავშირებით.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო უარს ამბობს პოლიტიკური ნიშნით ადამიანთა დევნაზე. ღარიბაშვილის თქმით, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო საზოგადოებას მეტი ინფორმაცია სჭირდება, ამიტომ სამინისტრო მზადაა, ყველა დაინტერესებულ პირს დასმულ კითხვაზე პასუხი გასცეს. „კიდევ ერთხელ ვადასტურებ, რიმ ჩვენ არ ვდევნით ადამიანებს პოლიტიკური ნიშნით, შესაბამისად, არ მივმართავთ შერჩევით სამართალს... ადამიანთა ჯგუფს შეიძლება გარკვეული შეკითხვები გაუჩნდეს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ჩვენ მზად ვართ, მათ მივაწოდოთ ნებისმიერი განმარტება, ნებისმიერი სახით ის მტკიცებულებები, რაც ხელთ გვაქვს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მათ ეს შეშფოთება და ეს შეკითხვები დაუყოვნებლივ მოეხსნებათ“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სენატორებმა ჯიმ ჯეინმა, ჯო ლიბერმანმა, ჯეიმს რიშმა, ლინდსი გრეჰემმა და ჯონ მაკეინმა Foreign Policy-ში საქართველოს პრემიერ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ნიშნით დაკავებების შესახებ წერილით მიმართეს.