პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

1-biZinaa-politikaa1საქართველო, 13 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

დელეგაციას სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის საკითხებში ტომას მელია ხელმძღვანელობს.

შეხვედრას ესწრებოდნენ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში ბიუროს წარმომადგენელი ვენდი სილვერმანი, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ადმინისტრატორის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში პეიჯ ალექსანდერი, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის საზღვარგარეთ პროკურატურის განვითარების, დახმარებისა და ტრენინგის განყოფილების წარმომადგენელი ქეთრინ ნიუქომბი.

როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა აღნიშნა, ეს რიგით მეორე შეხვედრა იყო: „პირველად არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე შევხვდით. შეხვედრამ ჩაიარა ძალიან საინტერესოდ და ვფიქრობ, ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება“.