სამართალი
სკოლების შინაგანაწესის კონტროლს მანდატურები ვეღარ მოახდენენ

1-aludaსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი.  როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მანდატურები სკოლების შინაგანაწესის კონტროლს ვეღარ მოახდენენ. ამის სანაცვლოდ, შინაგანაწესს სკოლები ინდივიდუალურად შეიმუშავებენ. მისი განმარტებით, საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე დიდ დაკვეთას საქართველოს ახალი ხელისუფლების მიმართ სკოლების დეპოლიტიზაცია წარმოადგენდა, მანდატურის სამსახური კი ამის ერთ-ერთი ინსტრუმენტი იყო.

ანათლების სამინისტროსთვის მნიშვნელოვანია უსაფრთხო სკოლა და დისციპლინის დაცვა, მანდატურის სამსახური მთლიანად მიმართული იქნება მოსწავლეებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაზე, – განმარტა ალუდა გოგლიჩიძემ.

მანდატურის სამსახურის უფროს ლევან აბაშიძის განცხადებით კი, მანდატურები დისციპლინური დარღვევის ოქმებს მასწავლებლებზე ვეღარ შეადგენენ და ასეთი ოქმები მხოლოდ სკოლის მოსწავლეებზე დაიწერება.

აღსანიშნავია, ასევე, რომ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურად დასანიშნ პირს შსს აკადემიაში მოსამზადებელი კურსების გავლა აღარ მოეთხოვება. ამიერიდან, სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მანდატურების მოსამზადებელი კურსები მხოლოდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით იქნება დამტკიცებული.