საზოგადოება
„გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ქმედებები შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და პოლიტიკური ანგარიშსწორების მიზნით ხორციელდებოდეს. გვინდა, დავრწმუნდეთ, რომ თქვენი ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რათა თავიდან აიცილოს შერჩევითი სამართალი ყოფილი ხელისუფლების წრმომადგენელთა მიმართ“, – ნათქვამია წერილში.
სენატორები შეეხნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებასაც, სადაც მაია ფანჯიკიძემ ყოფილ მაღალჩინოსნებს „კრიმინალები“ უწოდა. სენატორთა აზრით, პირის დამნაშავეობას მხოლოდ სასამართლო ადგენს.