პოლიტიკა
ფანჯიკიძე: „აბაშიძისა და კარასინის შეხვედრაზე ხელშეუხებელ თემებზე საუბარი არ იქნება“

1-maiafanjiსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძის განცხადებით, საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენლის – ზურაბ აბაშიძისა, და რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრაზე კონფრონტაციულ თემებს არ წამოწევენ. ამის შესახებ მაია ფანჯიკიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, მიმდინარე კვირას მოსალოდნელ შეხვედრაზე უმთავრესად ტექნიკურ საკითხებს განიხილავენ. ამასთან, მოლაპარაკებების პროცესის მიმდინარეობისას თვალსაჩინო გახდება, რაზე შეიძლება რუსეთთან საუბარი.

არსებობს ხელშეუხებელი თემები და ეს არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და არჩევანის თავისუფლება. ეს ყველაფერი ცნობილია ჩვენი რუსი კოლეგებისთვის. აქედან გამომდინარე, ამ თემებს საუბარი არ შეეხება“, აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მინისტრისავე განმარტებით, განხილული იქნება ძალიან მარტივი საკითხები, მაგალითად, „რა სიხშირით იქნება ასეთი შეხვედრები, უნდა იყოს თუ არა მხოლოდ ორი ადამიანის შეხვედრა, თუ უნდა გაფართოვდეს“.