პოლიტიკა
ლუკაშენკო: „კრემლი ბელარუსისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას აღარ ითხოვს“

lukashenkoსაქართველო, 12 დეკემბერი, საქინფორმი. ბელარუსის ლიდერმა ალექსანდრე ლუკაშენკომ დსთ-სა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და საქართველოს მთავარი რედაქტორების კლუბის წევრებთან შეხვედრაზე მინსკში განაცხადა, რომ „კრემლი ბელარუსისგან სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტის აღიარებას აღარ ითხოვს. ეს გვერდი გადავფურცლეთ და რუსეთის ხელმძღვანელობასთან ერთად მას აღარ მივუბრუნდებით“, – აღნიშნა მან.

ამასთან, ბელარუსის მეთაურის შეფასებით, „სააკაშვილის, ივანიშვილის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის პოზიციის გარეშე ამ საკითხს ვერ გადაწყვეტთ“. მისივე განცხადებით, როგორც კი საქართველო აფხაზეთს მოელაპარაკება, „რუსეთს გაუხარდება“.

„რუსეთის ხელმძღვანელობა პირჯვარს გადაიწერს, თუ მოილაპარაკებთ, მაგრამ ეს რუსეთმა კი არა, თქვენ უნდა მოიმოქმედოთ“, – აღნიშნა ლუკაშენკომ და იქვე დასძინა, რომ მოხარული იქნებოდა, საქართველო კვლავაც ეხილა დსთ-ის შემადგენლობაში. „თქვენ არაფერს კარგავთ, რუსეთი კი მხოლოდ მოხარული იქნება“, – აღნიშნა ბელარუსის პრეზიდენტმა.