საზოგადოება
„ფინანსთა მინისტრსა და მის გუნდთან საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გვქონდა, ჩვენ ვისაუბრეთ მთავრობის ხედვასა და სამომავლო გეგმებზე, მათ შორის, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის სტრატეგიაზე, რომელიც მოიცავს 2013-2017 წლებს, შესამაბისად, განვიხილეთ ბანკის მიერ დახმარების სფეროები შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში“, – აღნიშნა კლაუს გერჰაუზერმა.
ფინანსთა მინისტრის მოადგილე დავით ლეჟავას განცხადებით, „ამჟამად აზიის განვითარების ბანკი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს გზების მშენებლობის, წყალმომარაგებისა და ურბანული დაგეგმარების სფეროში“. მისი თქმით, გაგრძელდება ერთობლივი მუშაობა სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივისა და სტრატეგიის, ქვეყნისა და აზიის განვითარების ბანკს შორის ურთიერთობის სტრატეგიის ჩამოყალიბების მიმართულებით.