პოლიტიკა
საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებების წარმომადგენლების შეხვედრას რუსეთის პოლიტიკურ წრეებშიც გამოეხმაურნენ. ამ საკითხის კომენტირებისას რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე ვლადიმერ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ ურთიერთობის დასაწყებად ნებისმიერი შეხვედრა სასარგებლოა. მისი თქმით, ქართველებს რუსები უყვართ, „არ ივიწყებენ რუსულ ენას და სწორადაც იქცევიან, რადგან თურქული და ინგლისური ბედნიერებას ვერ მოუტანთ. ამიტომ საჭიროა, მათ პოლიტიკა შეცვალონ“.
ჟირინოვსკი მიიჩნევს, რომ უნდა აღდგეს საელჩოები, მოგვარდეს ვიზების გაცემის პრობლემა, ტრანსპორტის მოძრაობის საკითხი. „მოვითხოვ, აღდგეს რეისი ერევანი-თბილისი-სოხუმი-მოსკოვის მიმართულებით, რომ იმგზავროს ხალხმა, იმოძრაოს ტვირთმა და არავინ შეაჩეროს. ამის შემდეგ სწრაფად მოგვარდება ბევრი საკითხი“, – განაცხადა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარემ აბაშიძე-კარასინის შეხვედრის კომენტირებისას.