სამართალი
პროკურატურა აფრასიძეების საქმეს ხელახლა იძიებს

1-afrasiZe-samarTali3საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. პროკურატურამ აფრასიძეების საქმის ხელახალი გამოძიება დაიწყო. აფრასიძეების წარმომადგენლებმა სამართალდამცველებს თავის დროზე გახმაურებული საქმის დეტალების შესწავლის მიზნით მიმართეს. გუშინ აფრასიძეების დედა დოდო აფრასიძე მთავარ პროკურატურაში მოწმის სახით დაიკითხა. ის ჩვენებას თითქმის ექვსი საათის განმავლობაში აძლევდა იმის შესახებ, თუ რეალურად რა მოხდა 2004 წელს ე.წ. სპეცოპერაციის დროს, რომელიც რეალურად იყო ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ და რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი.

ჩემი მთავარი მოთხოვნაა ბიჭების განთავისუფლება, ხელახლა გამოძიება სწორი სვლით“, – განაცხადა დოდო აფრასიძემ.

ადვოკატ მალხაზ ჯანგირაშვილის განცხადებით, „ჩემი, როგორც ადვოკატის, უპირველესი მიზანია უკანონო პატიმრობაში მყოფი გოჩა და შმაგი აფრასიძეების, ასევე, ვლადიმერ მურავიოვის რაც შეიძლება დროულად გათავისუფლება, მათ მიმართ უკანონო განაჩენის გაუქმება და მოცემულ საქმეზე დანაშაულებრივი სპეცოპერაციის დამგეგმავების, შემსრულებლების მაქსიმალურად გამოვლენა და მათი დასჯა“.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ: მესტიის რაიონის სოფელ ეცერში სპეცოპერაცია 2004 წელს ჩატარდა, რომლის დროსაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი საპატიმროში იმყოფებიან. მათ 20 და 18 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.