საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისთვის აღარ დასჯიან
საქართველო, 11 დეკემბერი,
საქინფორმი. საქართველოში ნარკოტიკების მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმების წინადადება წამოაყენეს. შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტში უკვე შევიდა. პროექტის თანახმად, პასუხისმგებლობისგან გათავისუფლდებიან ის პირები, ვინც ნარკოტიკულ ნივთიერებებს ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარენ, იძენენ და ინახავენ მათ მცირე დოზებით და, ასევე, თავს არიდებენ ნარკოდამოკიდებულების მკურნალობას. როგორც იტყობინებიან, აღნიშნული კანონპროექტი საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, დეპუტატმა
კობა დავითაშვილმა შეიმუშავა.
საქართველოს მოქმედი სსკ-ის მიხედვით, პასუხისგება გათვალისწინებულია ნარკოტიკების უკანონო წარმოებისა და გავრცელების, ასევე, მათი მოხმარებისათვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ნარკოტიკული ნივთიერება რეცეპტითაა დანიშნული.
სააგენტო „ტრენდის“ ცნობით, რომელიც, თავის მხრივ, გაეროს მონაცემებს ეყრდნობა, საქართველოში ნარკომანების რიცხვი 250 ათას კაცს შეადგენს.