აქტუალური
კალაძე: „ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება“

1-kalaZee-aqtuaa3საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ელექტროენერგიის ტარიფების შემცირებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები დასასრულს უახლოვდება და მოკლე ხანში საბოლოო შედეგების თაობაზე ბრიფინგიც გაიმართება. ამასთან, მინისტრმა კონკრეტული ციფრი ჯერ არ დაასახელა, თუმცა, აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ექსპერტები დეტალებს ათანხმებენ, ხოლო „ძალიან მალე გაზთან და საწვავთან დაკავშირებითაც ნათელი სურათი“ შეიქნება. მისივე თქმით, მალე პრემიერს გააცნობენ იმ შედეგს, რასაც სამუშაო ჯგუფმა მიაღწია.

„მემორანდუმის გაფორმებასთან დაკავშირებით ძალიან მალე გავმართავთ ბრიფინგს და მოსახლეობას მოვახსენებთ, რა შედეგი მივიღეთ“, – განმარტა კალაძემ.