საზოგადოება
ონიშჩენკო რფ-ში ღვინის მიწოდების თაობაზე საქართველოსთან მოლაპარაკებებისთვის მზადაა

1-onishenko-sazoo3საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვში ქართული ბიზნესის წარმომადგენლებთან რფ-ში ღვინისა და მინერალური წყლების მიწოდების აღდგენის საკითხის გადასაჭრელად „როსპოტრებნადზორი“ მზადაა.

უწყების ხელმძღვანელ გენადი ონიშჩენკოს თქმით, აღნიშნული მოლაპარაკებების გამართვის შემდეგ მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოს ქარხნებში ინსპექციისათვის რუსი სპეციალისტების ვიზიტის ვადების თაობაზე.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 9 დეკემბერს რფ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა რუსეთის მზაობის შესახებ საქართველოდან სოფლის მეურნეობის პროდუქციის მიწოდების აღდგენის საკითხის განსახილველად.

ცნობისათვის: „როსპოტრებნადზორმა“ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყალი „ბორჯომის“ შეტანა 2006 წლის გაზაფხულზე აკრძალა. აკრძალვის ოფიციალურ მიზეზად ქართული პროდუქციის დაბალი ხარისხი დასახელდა.