საზოგადოება
საქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.„ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ვართ მეგობრები და არავის მივცემთ უფლებას, ჩვენ შორის რაიმე უთანხმოება ჩამოვარდეს, ეს არის დაუშვებელი. ამას მე გპირდებით, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი. ეს არის ბატონ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკა, ჩვენ უნდა ვიცხოვროთ როგორც ძმებმა, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთი ოჯახი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დაღუპულთა ახლობლებთან საუბრისას.
„მე ვიქნები გარანტი, რომ თქვენზე ვერავინ განახორციელებს ზეწოლას. ჩემი თხოვნაა, დაიცავით კანონი, როგორც წესრიგის მოყვარულმა ხალხმა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა. იგი სოფლის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიასაც ეწვია.