აქტუალური
„კერძოდ, დადგენილია, რომ 2012 წლის გაზაფხულზე ორგანიზებული იყო სხვადასხვა რეგიონიდან რუსეთის ფედერაციის მოქალაქეთა ჯგუფების ლიტვის რესპუბლიკაში ჩასვლა სხვა ქვეყნებში „ფერადი რევოლუციების“ მაგალითზე ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად მიძღვნილ სემინარში მონაწილეობისათვის. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დასტურდება, რომ ამ სემინარებს ესწრებოდნენ მოსკოვის მცხოვრებნი – ტაისია ალექსანდროვა, ანა კორნილოვა, იური ნაბუტოვსკი“, – აღნიშნა მარკინმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ფილმი „პროტესტის ანატომია“ ტელეარხ НТВ-ზე 4 ოქტომბერს გავიდა და დიდი საზოგადოებრივი რეზონანსი გამოიწვია. მისი ავტორები ირწმუნებიან, რომ ოპოზიცია უცხოეთიდან მიღებული ფულით ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას ამზადებდა.