პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ხანუქობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო

1-xanuki-mtსაქართველო, 11 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინ მარჯანიშვილის თეატრში ხანუქობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.

პრემიერმა მარჯანიშვილის თეატრში შეკრებილ საზოგადოებას ხანუქობის დღესასწაული მიულოცა და სანთლის ანთების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

„კიდევ ერთხელ მივულოცავ ებრაელ ხალხს ამ უძველეს დღესასწაულს – სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღეს... ეს დღე სიმბოლურად დღეს სიკეთის – ბოროტებაზე, სიმართლის უსამართლობაზე გამარჯვების სიმბოლოდაც იქცა მთელ მსოფლიოში. მსოფლიოს აოცებს ებრაელი ერი თავისი ნიჭიერებითა და შემართებით. სამაგალითო და მისაბაძია ყველასთვის, რომ პატარა ერსაც კი, რომელიც გაჟღენთილია რწმენითა და პატრიოტიზმით, სასწაულის მოხდენა შეუძლია“, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა სიტყვით გამოსვლისას. მან ქართველ და ებრაელ ხალხთა ბევრ საერთო ნიშნებზე ისაუბრა – სამშობლოსა და რწმენის დასაცავად მრავალ საერთო  განსაცდელზე და აღნიშნა, რომ ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებული 26-საუკუნოვანი მეგობრობა, ეს საუკუნეებგამოვლილი ურთიერთობა მისი პრემიერმინისტრობის დროს კიდევ უფრო გაღრმავდება.

1-xanuki-1 1-xanuki-2
1-xanuki-3 1-xanuki-4
1-xanuki-5 1-xanuki-6
1-xanuki-7 1-xanuki-8
1-xanuki-9 1-xanuki-10