სამართალი
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ საგანგებო ბრიფინგზე ორი ახალი მოადგილე წარადგინა.
თამარ ქაროსანიძე თავდაცვის სამინისტროში ადამიანური რესურსებისა და განათლების მიმართულებას გაუძღვება. იგი12 წლის განმავლობაში მუშაობდა არასამთავრობო სფეროში; იყო „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი საქართველოში და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველოს“ გამგეობის წევრი, კარგადაა ცნობილი არასამთავრობო თუ მედიაწერეებში. ზაზა ბროლაძე თავდაცვის სამინისტროში კურატორობას გაუწევს შესყიდვების სისტემას. ალასანიას თქმით, ეს ის სისტემაა, რომელიც ყველაზე დიდ კითხვებს ბადებს საზოგადოებაში და რაც შეიძლება ჩქარა უნდა გაიწმინდოს, რათა იცოდეს ნებისმიერმა მოქალაქემ, მისი მიერ გაღებული ფული ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისთვის როგორ იხარჯება. ალასანიას შეფასებით, ბროლაძე საფინანსო დაგეგმარებისა და, ზოგადად, გრძელვადიანი შესყიდვების პოლიტიკის განხორციელების ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ექსპერტია საქართველოში; იყო სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, USAID-ის კონტრაქტორი ფინანსისტი, და აქვს მდიდარი გამოცდილება, რაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს თავდაცვის უწყებას.