პოლიტიკა
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. „საქართველო რუსეთის მოკავშირეობის სავარაუდო კანდიდატი ხდება, რაც მას ნავთობსადენ ბაქო-ჯეიჰანის მნიშვნელობასთან დაკავშირებით შესაძლოა, აშშ-თან მეგობრობის ფასად დაუჯდეს“, – განაცხადა პოლიტოლოგმა ზბიგნევ ბჟეზინსკიმ აშშ-ის კონგრესში გამოსვლისას.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ პუტინთან თუ უიმისოდ, რუსეთს სხვა გამოსავალი არ აქვს, თუ არა დასავლეთთან მოკავშირეობა.
„მთავარი, რასაც რუსეთში უნდა მიხვდნენ – აყვავებისა და წარმატებისათვის მას დასავლეთთან დაახლოება სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფერს ჩინეთთან წააგებს... დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთის დასავლეთთან დაახლოება გარდაუვალია და ამ დაახლოების შედეგად რუსეთი უზარმაზარ სარგებელს მიიღებს“, – განაცხადა ექს-პრეზიდენტ ჯიმი კარტერის ყოფილმა მრჩეველმა ნაციონალური უსაფრთხოების საკითხებში.