საზოგადოება
დიმიტროვი: „ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ მუშაობა უფრო ინტენსიური გახდა“

1-dimitr-sazogadooo3საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი საქართველოსთან მიმართებაში აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ევროკავშირი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით ძალიან ბევრს მუშაობს. მისი თქმით, „გასული წლები, ერთი მხრივ, იყო პრობლემური, თუმცა, მეორე მხრივ, კარგად ვხედავდით, რომ საქართველო უფრო და უფრო გამჭვირვალე ხდებოდა. ადამიანის უფლებათა დაცვის ყველა პრობლემა საჯაროა. მე ვგულისხმობ არა მხოლოდ იმ შემაძრწუნებელ კადრებს, რომელიც სექტემბერში გავრცელდა, არამედ უფრო ადრე პერიოდსაც, რომელიც სახალხო დამცველის ანგარიშებში ხვდებოდა“.

ელჩის თქმით, მუშაობა ამ სფეროში მეტად ინტენსიური გახდა. „ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ადამიანის უფლებებს უკვე ბევრად მეტი ყურადღება ეთმობა საქართველოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც, საუბედუროდ, ასეთი სიტუაცია სტაბილურია. ამ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში არის წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც, ვიმედოვნებთ, პოზიტიურ შედეგებს მოიტანს“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.