სამართალი
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. გასულ კვირას შეწყალების კომისიამ 530 პატიმრის საქმე განიხილა, რომელთაგან 274 პატიმრის საქმე დადებითად გადაწყდა, 16-ს კი ვადა გაუნახევრდა. როგორც კომისიის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ განაცხადა, შეწყალებულთა შორისაა 12 ქალი და 1 არასრულწლოვანი. სავარაუდოდ, ყველა მათგანი პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას.