პოლიტიკა
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა პოლონეთში ვიზიტი დაასრულა.
მიხეილ სააკაშვილი გუშინ პოლონეთში აუშვიცის საკონცეტრაციო ბანაკში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს დაესწრო, რომელიც არქიმანდრიტმა ადამმა გადაიხადა. გუშინვე ქართველმა და პოლონელმა მეუფეებმა წმინდა გრიგოლ ფერაძის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდიც გადაიხადეს (არქიმანდრიტ გრიგოლ ფერაძის მოწამეობრივი აღსასრულიდან 70 წელი გავიდა).ქვეყნის პირველი პირის თქმით, იგი არის კავკასიის ერთიანობის ღერძი და სწორედ მას ეკუთვნის ერთიანი კავკასიის იდეა.
საქართველოს პრეზიდენტი ქალაქ ოსვენციმის ქუჩებში ხალხსაც გაესაუბრა.