აქტუალური
საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენელი რფ-თან ურთიერთობების საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმდინარე კვირაშ შეხვდება. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე განმარტებით, შეხვედრა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში შედგება. საგარეო უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, რფ-ის მხარე უშუალოდ ზურაბ აბაშიძეს დაეკონტაქტა.