აქტუალური
„ცოტამ თუ იცის, რომ უკვე რამდენიმე წელია, რაც ჩარტერული ავიამიმოსვლა აღვადგინეთ... ახლახან ჩარტერული რეისების რაოდენობა გაიზარდა. პრინციპში, მზად ვართ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენის განსახილველად, – აღნიშნა ლავროვმა და იქვე დასძინა, – რუსეთი მზადაა საქართველოდან სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოწოდების აღდგენისთვისაც“.
„როდესაც გვეუბნებიან, რომ საქართველოს ურთიერთობების გაუმჯობესება სურს, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოწოდების საკითხიც... მზად ვართ, გონივრული ინიციატივებისა და იდეებისთვის, თუმცა, გვსურს, ვიცოდეთ, რა კონტექსტში გვთავაზობენ ურთიერთობების ნორმალიზებას“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ რფ-ისა და საქართველოს წარმომადგენელთა შეხვედრა უახლოეს ხანებში შედგება.
„ჩვენ გამოვეხმაურებით აბაშიძის წინადადებას, უახლოეს ხანებში დავამყარებთ მასთან კონტაქტებს და ვიმედოვნებთ, რომ ეს შეხვედრა რაღაცას ნათელს მოჰფენს“, – აღნიშნა რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრმა.