აქტუალური
ჩატაევი სასამართლო დარბაზიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

1-Cataevi-aqtuaa1საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. ლაფანყურის მოვლენების ერთ-ერთი მთავარი ცოცხალი მოწმე, ჩეჩენი მებრძოლი აჰმად ჩატაევი გუშინ სასამართლო პროცესის შემდეგ 5-ათასიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მოსამართლემ დაცვის მხარის შუამდგომლობაც გაითვალისწინა და პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. აჰმად ჩატაევს აეკრძალა საქმის დასრულებამდე ქვეყნიდან გასვლა, ხოლო 5000 ლარის გადასახდელად 30 დღე მიეცა. ჩატაევის მორიგი სასამართლო სხდომა 19 დეკემბერს დაინიშნა.

მალე შესაძლოა, ცნობილი გახდეს ახალაიასთან დაკავშირებული კიდევ ერთი გახმაურებული საქმის ახალი დეტალები.

დოკუ უმაროვის წარმომადგენელი ჟურნალისტებთან კომენტარს მადლობის გადახდით იწყებს ყველას მიმართ, ვინც მას გვერდით დაუდგა, და ლაფანყურის ოპერაციის დეტალებს იხსენებს.

იგი პირველად ჰყვება, როგორ ჩავიდა მეგობრის თხოვნით ხეობაში, რა ინფორმაცია მიიღო შეიარაღებული დაჯგუფებისგან და რა ვითარებაში დაიჭრა. „დამირეკეს მეგობრის მეშვეობით და მთხოვეს, მოლაპარაკებები მეწარმოებინა შეიარაღებულ ხალხთან, რათა ყველაფერი მშვიდობიანად დასრულებულიყო. ასე მოვხვდი მანდ. მე დაველაპარაკე ჩეჩნებს და როცა ქართულ მხარესთან მივედი და გადავეცი მათი სიტყვები, ველოდებოდი მათგან პასუხს. პასუხი კი იყო გასროლა ჩემი მისამართით“, – განაცხადა ჩატაევმა.

შეგახსენებთ, დოკუ უმაროვის პირადი წარმომადგენელი აჰმად ჩატაევი ევროპაში ლაფანყურის მოვლენების დროს ქართული სპეცსამსახურების თხოვნით ლოპოტის ხეობაში შეიარაღებულ პირებთან მოსალაპარაკებლად ჩავიდა. სპეცოპერაციის დროს იგი ფეხში დაიჭრა. ხეობაში ათდღიანი მიმალვის შემდეგ კი ჭრილობის გართულების გამო მესაზღვრეებს ჩაბარდა. ჩატაევს ბრალი ედება ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვაში.