პოლიტიკა
საქართველო, 7 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. პრემიერმა ევროსაბჭოს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა საპარლამენტო არჩევნებში ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და იმ განსაკუთრებული როლისთვის, რომელსაც ევროსაბჭო რუსეთთან ურთიერთობების დარეგულირების კუთხით იჩენს.