საზოგადოება
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. 2012 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასებითი დოკუმენტი ნატოს კომისიამ ეროვნული პროგრამის განხილვის შემდეგ საქართველოს გამოუგზავნა.
დადებითად შეფასდა საქართველოს ძალისხმევა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მიმართულებით. ამ თვალსაზრისით, სახელმწიფო მინისტრის თქმით, პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ რუსეთში სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის, დანიშვნა ამ მოლაპარაკების პროცესში.
სახელმწიფო მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე უკვე მუშავდება ახალი ყოველწლიური პროგრამა, რომელიც განსახილველად ნატოს კომისიას გადაეგზავნება.
პეტრიაშვილის თქმით, ამით იწყება ნატო-საქართველოს კომისიასთან ერთად ყოველწლიური ეროვნული პროგრამის მეხუთე ფაზა, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ნატოში შემდგომი ინტეგრაციის ხელშემწყობ უმნიშვნელოვანეს მექანიზმსა და ინსტრუმენტს.