საზოგადოება
ცოტნე გამსახურდიას ჯაშუშობის ბრალდება მოუხსნეს

cotne-sazogadoo2საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი.  საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას, ვაჟს – ცოტნე გამსახურდიას, ჯაშუშობისა და კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულებაში მონაწილეობის ბრალდება მოუხსნეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ გამართულ პროცესზე პროკურატურამ გამსახურდიას სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდება მოუხსნა. ამის შესახებ ჟურნალისტებს მისმა ადვოკატმა ქეთი ბექაურმა განუცხადა.

ბექაურის თქმით,  ჯაშუშობის ბრალდების მოხსნის მიუხედავად, კვლავაც გრძელდება საქმის განხილვა სხეულის განზრახ დაზიანების მცდელობის ნაწილში, რადგან სასამართლო სხდომაზე ბრალდების მოწმეები არ გამოცხადებულან. მომდევნო პროცესი 11 დეკემბერს, 14:00 საათისთვისაა, ჩანიშნული.