სამართალი
პოლიტპატიმრის სტატუსი 190 პირს მიენიჭა, პოლიტდევნილისა კი – 25-ს

sia-samarTalii2საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და დევნილ პირთა თაობაზე“ დადგენილების პროექტი განიხილეს და მიიღეს, რომლის თანახმად, პოლიტპატიმრის სტატუსი 190 პირს მიენიჭა, პოლიტდევნილისა კი – 25-ს. დადგენილებას მხარი 77-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 14-მა კანონმდებელმა მისცა ხმა.

დადგენილებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ დამტკიცებული სიების შესაბამისად, იმ პირთა ჩამონათვალი დგინდება, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირებად მიიჩნევიან. ამავე დადგენილების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს უმოკლეს ვადაში აღნიშნული პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლების, ასევე, სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის სამართლებრივი მექანიზმები. როგორც დადგენილებაშია აღნიშნული, პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს იმ პირთათვის სამართლებრივი სტატუსისა და მარეაბილიტირებელი სამართლებრივი მექანიზმების შექმნა, რომლებიც დაპატიმრებულნი იყვნენ პოლიტიკური ნიშნით და ამ დადგენილების მიღებამდე გათავისუფლდნენ პატიმრობიდან.

ბესელიას თქმით, სია ეპიზოდების მიხედვითაა დალაგებული.

სიის მიხედვით, პოლიტდევნილის სტატუსი მიენიჭათ: გიორგი ქადაგიშვილს, გენადი არჩუაძეს, ბიძინა გიორგობიანს, გელა ნასყიდაშვილს, მიხეილ ქარელს, იასონ ჩიხლაძეს, ლევან ფხაკაძეს, ქიბარ ხალვაშს, ნიაზ ხალვაშს, მარინე ჭყონიას, ბადრი ბიწაძეს, ზურაბ გიგუაშვილს, გურამ გოგუას, ნიკა გელაშვილს, თემურ გიგაშვილს, მელიქ რაისიანს, გოჩა ვეტრიაკოვს, დავით ბეგიაშვილს, იანიკ ქარქუსოვს, ჯემალ ქარქუსოვს, ტარიელ ხალვაშს, მალხაზ ბაბლიძეს, ილია რამიშვილს, თეიმურაზ შენგელიას და გიგლა ბარამიძეს.

პოლიტპატიმარის სტატუსს მიიღებენ:

26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით: ადუაშვილი რევაზი, ნემსიწვერიძე მამუკა, ამბარცუმიანი ედუარდი, არევაძე თორნიკე, ახვლედიანი ვალერიანი, ბერიშვილი ლევანი, ბერაძე ზვიადი, ბიბილური ალექსანდრე, გამარჯობაძე ხვიჩა, გაჩეჩილაძე გივი, გოგალაძე ჯურხა, გოგოლიძე ლევანი, გოგოლაძე ვასილი, გოცირიძე კობა, გრძელივანიშვილი ერეკლე, დავითაძე ბეჟანი, ერაძე ალექსანდრე, ზაუტაშვილი ნიკოლოზი, ზურაშვილი შაქრია, კობაური კობა, მეფარიშვილი დავითი, მუხაშავრია გოჩა, მერებაშვილი ამირან, მანაგაძე დემური, პეტრიაშვილი ბექა, ჟღენტი ოთარი, ჟღენტი თეიმურაზი, სამხარაძე ზაზა, სოლომონიძე ანზორი, სალუქვაძე გია, სტურუა ბახვა, ფარტენაძე დავითი, შუბითიძე აკაკი, ჩიღვინაძე ივანე, ჩიქვილაძე ზაზა, ჭეიშვილი დიმიტრი, ხუციშვილი ზურაბი, ძირკვაძე მერაბი, შენგელია მამუკა, გორგაძე მერაბი, გორდელაძე თემური, ანანიძე ცოტნე, მოსიძე ზურაბი, შარაშენიძე გუბაზი, გოგიტიძე გედევანი, ქველაძე ბადრი, კიკვიძე დავითი, მოსიძე ზურაბი;

ყინწვისის საქმესთან დაკავშირებით: კეშელავა ოლეგი, გოგუაძე ნიკოლოზი, ჩარკვიანი ვარლამი, სისაური მახარე, ცილიკიშვილი მიხეილი, მაისურაძე მიხეილი, გვიმრაძე ზაზა, აღაჯანაშვილი გიორგი, ბეროშვილი გიორგი, გურული ბორისი, თოდაძე კახაბერი, ცამბაია თეიმურაზი, ჩიტრეკაშვილი დავითი, ჩიტრეკაშვილი ზურაბი, გუნდიაშვილი ჯემალი, შუკაკიძე დავითი, ბესელია მამუკა, გელაშვილი ზურაბი, თუთარაშვილი დავითი, ჩიგოგიძე ბადრი, ჩიგოგიძე ბაქარ, ჩარბაძე ირაკლი, ღვალაძე რამაზი, სურამელაშვილი ჯემალი;

დაიცავი საქართველოდან“: მაისურაძე მერაბი, ლომიძე კონსტანტინე, დოლიძე ლევან, ჯოხაძე ანდრო; მუხროვანის საქმიდან: გორგიაშვილი შოთა, ფოცხვერაშვილი ბესიკი, ჯაჭავაძე ზვიადი, თოფურიძე ირაკი, ბეგოანია ალექსანდრე, გრიგალაშვილი ბექა, ბიბილაშვილი ნიკოლოზი, მიქაძე ზურაბი, მურჯიკნელი ზაზა, საბაშვილი ვანო, საგინაშვილი ვაჟა, საგინაშვილი იმედა, ოთანაძე კობა, ხოხაშვილი პაატა, ბზიშვილი ზურაბ, სამადალაშბვილი გიორგი, ჯოლბორდი კახა, დვალი კახა, ამირიძე ლევან, ხუცურაული ვაჟა;

მოძრაობა ერთიანი საქართველოდან“: ნადირაძე მარლენ, ნაოჭაშვილი თეიმურაზი, წურიაშვილი სიმონი, ხარებავა ზვიადი, გრძელიძე დავით, ბაბილოძე ჯონი, ადამია დიმიტრი;

ენვერისსაქმიდან: გევორქიანი არმენ, გალოგრე რუსლანი, შიკოიანი რუბენი, სკრილნიკოვი იური, აბდულაევი ედუარდი, მესხიძე დავითი, კიღურაძე ბაკური, აბაშიძე ტარიელ, კაკაბაძე გელა, პლუჟნიკოვი ვიაჩესლავ, დიასამიძე გოჩა;

ქართული პარტიიდან“: ბერიაშვილი თამაზ, იამანიძე შოთა, მერებაშვილი ფრიდონი, მახარაშვილი ვაჟა, გიგუაშვილი გალაქტიონი, ჯანჯალაშვილი ნიკოლოზი, ჩიხლაძე ჯიმშერი, ჩიხლაძე გიორგი, მაჭარაშვილი ხვიჩა, ჯამრელაშვილი დავითი;

ქართული ოცნებიდან“: მაკარაძე ზაური, კობახიძე ზაზა, მუმლაძე რევაზი, ანჯაფარიძე თეიმურაზი, საჯაია ზურაბი;

სახალხო მართლმადიდებული მოძრაობიდან“: აფხაიძე შოთა, ბლიაძე ზვიადი, ჩაჩუა ლევანი, შალამბერიძე დავითი, გაბედავა გიორგი, მაისურაძე რატი, გურჩიანი ჯაბა, ზუმბაძე ავთანდილი;

სამოქალაქო ფრონტი“: ვაჩნაძე მელორი, ჟვანია ზაალი, გოგინაშვილი შალვა, გოგიჩაიშვილი ლევანი, ჟვანია ლუარსაბი, დარასელია აკაკი;

გაერთიანებული ოპოზიციიდან“: გორგიაშვილი ლევანი, გორგიაშვილი ბესო, მასურაშვილი ვახტანგი;

ეროვნული ფორუმიდან“: ჩალაური თევდორე, ნეფარიძე ზურა, სულაძე დიმიტრი;

კონსერვატიული პარტიიდან“: კვეზერელი ნიკოლოზი, ხაინდრავა კახა, ჯიქია ჯონი;

ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატებიდან“: თავშავაძე ჯუმბერი, ჟორდანია გურამი;

თავისუფალი საქართველოდან“: ახალკაცი გიორგი, ბლიაძე პავლე, გველუკაშვილი მალხაზი, გოგიჩაშვილი გიგა, გოგლიჩიძე გიორგი, დევრიშაძე ფრიდონი, დემეტრაძე გიორგი, ზავრაშვილი გიორგი (რესპუბლიკური პარტია), ზერეკიზე გიორგი, თხელიძე ნანა, ლეონიძე ჯემალი, მაისაია ვახტანგი, მამედოვი კაზანფარი, მოლაშვილი თორნიკე, მურმანიშვილი ტარიელი, რამაზაშვილი ლუკა, რატიშვილი მერაბ, საღინაძე ბათუ, ტატიშვილი დავით, ყეინიშვილი ზაზა, შალიკიანი ზურაბი, ჩხენკელი ლაშა, წითელაშვილი ტრისტანი, ჭუმბურიძე ალექსანდრე, ხვინთელიანი ბესარიონი, ალიმბარაშვილი დავით, ფარეშიშვილი მამუკა, შინჯიკაშვილი ზვიადი, ყველაშვილი ივანე, სვანიძე პაატა, ლონდარიძე დავითი, გორელაშვილი გიორგი, ჩაპლიგინი სერგეი, ექვთიმიშვილი გივი, გველესიანი შალვა, დალაქიშვილი ილია და ბაჩიაშვილი დავითი.

ეკა ბესელიას განმარტებით,  კომიტეტთან შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფი სიის შედგენისას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2012 წლის 3 ოქტომბრის №1900 რეზოლუციის მე-3 პუნქტის „ა“, „ც“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით ხელმძღვანელობდა. ბესელიას თქმით, პოლიტდევნილისა და პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება პირის უდანაშაულოდ ცნობას არ ნიშნავს. მისივე განცხადებით, პოლიტპატიმრებისა და პოლიტდევნილების მიმართ პოლიტიკური ამნისტია განხორციელდება და ამასთან დაკავშირებით მუხლი „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს დაემატება.

კომიტეტთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა საბოლოო ჯამში 200-ზე მეტი ადამიანის საქმე განიხილა. არიან პირები, რომელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა სამუშაო ჯგუფმა ვერ მოასწრო, რის გამოც მას მანდატი კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივდა.

„ამ სიაში არიან პირები, რომელთა საქმეს მე, როგორც ადვოკატი და უფლებადამცველი, ვიცნობ. თუმცა, ეს სია რომ პირადი სიმპათიების მიხედვით შემდგარიყო, გაცილებით ვრცელი იქნებოდა და ჩემი ძმისა და შვილის გვარებით დაიწყებოდა“, – აღნიშნა ბესელიამ. მისივე განცხადებით, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს, ერთ-ერთი პირისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭების თხოვნით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმაც მიმართა. ბესელიამ პატიმრისა და უმცირესობის წევრის ვინაობა არ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ ამ პირის საქმეს სამუშაო ჯგუფი განიხილავს.