საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ეუთოს მინისტერიალში
საქართველო, 6 დეკემბერი,
საქინფორმი. 6-7 დეკემბერს დუბლინში (ირლანდია) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს მე-19 სხდომაში. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, ფანჯიკიძე სხდომაზე სიტყვით გამოვა. ასევე, იგი შეხვდება კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან.
ეუთოს მინისტერიალში, სადაც რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილება, მონაწილეობას მიიღებენ ეუთოს 50 ქვეყნის საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები. ირლანდიის დედაქალაქში განხილული იქნება ორგანიზაციის რეფორმები, თავისუფალი სავიზო სივრცის საკითხები და სხვ. სხდომის მონაწილენი იქნებიან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, ევროკავშირის უმაღლესი თავმჯდომარე უსაფრთხოებისა და საერთაშორისო პოლიტიკის საკითხებში ქეთრინ ეშტონი, რფ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და სხვა სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები.