სამართალი
აღნიშნული დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 376-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით ბრალდებულად დაკავებული არიან შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს უფროსი ბახვა ჯემალის ძე ჩიქობავა და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ოპერატიული თანამშრომელი დავით ბორისის ძე ქორქია.
ამასთან, გამოძიება მიმდინარეობს სსკ 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზეც, რომელშიც, გამოძიების მასალების მიხედვით, მხილებული არიან შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ა/რ მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და მისივე თანამშრომელი დავით ქორქია.