აქტუალური
საქართველო, 6 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების მიერ ვალდებულებების შესრულების კომიტეტის დელეგაცია მიიღო. დელეგაციის წევრებმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის მდივანმა ბას კლეინმა, დანია-ევროპის ლიბერალთა და დემოკრატთა ალიანსის წარმომადგენელმა მაიკ ასტრუპ ჯენსენმა და ლატვიის სოციალისტური ჯგუფის წევრმა ბორის ცილევიჩმა ღარიბაშვილთან შეხვედრაზე განიხილეს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, ახალი ხელისუფლების პრიორიტეტები, ახალ პარლამენტში უმრავლესობისა და უმცირესობის თანამშრომლობა და 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები.