საზოგადოება
ამავე დროს, საპარლამენტო უმცირესობა არ აპირებს ამ სიის მხარდაჭერას. დავით დარჩიაშვილის განმარტებით, ეს სია ნდობას არ აღძრავს, რადგან მისთვის ცნობილია, თუ როგორ მიმდინარეობდა მუშაობა ამ ნუსხაზე.
„ადამიანები, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს, უცებ პოლიტპატიმრებად და პოლიტიკური ნიშნით დევნილებად იქცნენ. მე მაქვს ინფორმაცია ერთი მათგანის შესახებ, რომელმაც რამდენჯერმე ესროლა ადამიანს, დღეს კი უკვე პოლიტპატიმარია“, – აღნიშნა უმცირესობის წევრმა.