საზოგადოება
საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ექს-თავმჯდომარე სამშობლოში დაბრუნდა

valeri-chxeidსაქართველო, 5 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე ვალერი ჩხეიძე, რომელმაც, მისი ვაჟის – ვახტანგ ჩხეიძის თქმით, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ხელისუფლებაში მოსულ ქვეყნის ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო 2004 წელს საქართველო დატოვა, სამშობლოში დღეს დაბრუნდა.

„ვალერი ჩხეიძე საზღვრის დაცვის დეპარტამენტიდან დაზვერვის დეპარტამენტში გადაიყვანეს. როგორც მამაჩემი ჰყვებოდა, იგი ფიქრობდა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ქვეყნის სათავეში მოსული ხელმძღვანელობა ქვეყანას სწორ გზაზე დააყენებდა, თუმცა, ასე არ მოხდა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ ითვალისწინებდნენ მამაჩემის აზრსა და გამოცდილებას, რასაც კონფლიქტი მოჰყვა. ვალერი ჩხეიძე ყოველთვის პატიოსნად ცხოვრობდა და ამიტომ გადაწყვიტა, ხელისუფლებას ჩამოშორებოდა დ აუკრაინაში გადასახლებულიყო. ახლა კი მისი დაბრუნების დრო დადგა“, – განაცხადა ვახტანგ ჩხეიძემ.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი თავმჯდომარე საქართველოში დღეს მოსკოვი-თბილისის რეისით ჩამოვიდა.