სამართალი
„ივანე მერაბიშვილის აეროპორტშივე დაკავება არ მოხდა და მისი არც შეკავება არ მოხდა, გამომდინარე იქიდან, რომ ის თან ახლდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს და ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. რაც შეეხება ფართო ინტერესს – მერაბიშვილის მხრიდან იყო თუ არა ეს საზღვარზე უფრო ადვილად გადასვლის მცდელობა, კითხვის ადრესატი მერაბიშვილი უნდა იყოს.
როგორც წულუკიანი აცხადებს, მისი ინფორმაციით, სამართალდამცავი ორგანოები და შსს ამ ფაქტით დაინტერესდნენ. თუმცა თავად ფაქტი, რომ ვანო მერაბიშვილი არ შეაფერხეს ერევანში დაგეგმილ სამიტზე გამგზავრებისას, სწორი გადაწყვეტილება იყო. „ფაქტი ერთია – შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, რომ ყოფილი პრემიერი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი არ შეეჩერებინათ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ის თან ახლდა ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.