კარასინი: „საქართველოსთან კონტაქტების გაფართოება შესაძლებელია“
საქართველო, 4 დეკემბერი,
საქინფორმი. მოსკოვში საქართველოს ახალ ადმინისტრაციასთან კონტაქტების გაფართოებას არ გამორიცხავენ. ამის შესახებ
„ინტერფაქსს“ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი კარასინმა განუცხადა.
„ჯერ ერთი, კონტაქტები უკვე გვქონდა ახალი ადმინისტრაციის, ახალი გუნდის ზოგიერთ წარმომადგენელთან ჟენევაში, წინა შეხვედრის დროს. არ გამოვრიცხავ, რომ მას შემდეგ, რაც თბილისში რეალური ვითარების განვითარებას შევხედავთ, რადგან, როგორც იცით, იქ დიდი შფოთვაა, როცა გავიგებთ, როგორი უნდა იყოს ურთიერთქმედება, ეს კონტაქტები გაფართოვდება. თუმცა, დღეს ეს საკითხი არ გადაწყდება“, – განაცხადა გ. კარასინმა.